Winning entries could not be determined in this language pair.There was 1 entry submitted in this pair during the submission phase. Not enough entries were submitted for this pair to advance to the finals round, and it was therefore not possible to determine a winner.Competition in this pair is now closed. |
ვინ ისროლა ის პირველი საბედისწერო პომიდორი, რომელმაც დასაბამი მისცა ტომატინას რევოლუციას? სინამდვილეში არავინ იცის ამის შესახებ. იქნებ ეს იყო ანტიფრანგული აჯანყება, ან იქნებ კარნავალი, რომელიც უმართავი გახდა. ამ ამბის ყველაზე პოპულარული ვერსიის მიხედვით, 1945 წლის გიგანტების ფესტივალზე (დაწნეხილი ქაღალდის გიგანტური თოჯინების პარადი) ადგილობრივებმა გადაწყვიტეს, რომ მოეწყოთ ქუჩური დაპირისპირების სცენა ყურადღების მისაპყრობად. იქვე ახლოს მათ შენიშნეს ბოსტნეულით დატვირთული ურიკა და დაიწყეს მწიფე პომიდორების სროლა. ამ სანახაობაში უბრალო მაყურებლებიც ჩაებნენ, ვიდრე სცენა არ გადაიქცა ყველა მიმართულებით მფრინავი ბოსტნეულის დიდ ორომტრიალად. წამქეზებლებს მოუწიათ პომიდორის გამყიდველებისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება, თუმცა ამან ვერ შეაჩერა უფრო მეტი პომიდორის სროლის სურვილი და ახალი ტრადიციის დამკვიდრება. 1950-იან წლებში უკონტროლო თავაშვებულობის ესკალაციის შიშით ხელისუფლებამ შემოიღო, გააუქმა და შემდეგ კვლავ შემოიღო მთელი რიგი აკრძალვები. 1951 წელს დააპატიმრეს ადგილობრივები, რომლებმაც უგულებელყვეს კანონი, ვიდრე საზოგადოებამ არ მოითხოვა მათი გათავისუფლება. ყველაზე ცნობილი საპროტესტო გამოსვლა პომიდორის აკრძალვასთან დაკავშირებით მოეწყო 1957 წელს, როდესაც მომხმრეებმა გამართეს პომიდორების ინსცენირებული პანაშვიდი კუბოთი და სამგლოვიარო პროცესიით. 1957 წლის შემდეგ ადგილობრივმა მთავრობამ გადაწყვიტა დათმობაზე წასულიყო, შემოიღო რამდენიმე წესი და შეეგუა ამ ახირებულ ტრადიაციას. პომიდორს ცენტრალური ადგილი უკავია მთელი ფესტივალის განმავლობაში, კვირის ბოლოს კი იმართება მთავარი შოუ. ეს არის ბუნოლის მფარველი წმინდანების, წმინდა მარიამის და წმინდა ლუი ბერტრანდის დღესასწაულის აღნიშვნა ხალისიან ესპანურ სტილში, ქუჩის აღლუმებით, მუსიკით და ფეიერვერკებით. მოახლოებული ჩხუბისთვის მოსამზადებლად და ძალების მოსაკრებად ბრძოლის წინა საღამოს შემოგთავაზებენ ლეგენდარულ პოელიას, რომელიც წარმოადგენს ტრადიციული ვალენსიური კერძის ნიმუშს, ბრინჯით, ზღვის პროდუქტებით, ზაფრანითა და ზეითუნის ზეთით. დღეს ეს თავისუფალი ფესტივალი წესრიგის გარკვეულ ჩარჩოებშია მოქცეული. ორგანიზატორები იმდენად შორს წავიდნენ, რომ მათ მოჰყავთ უგემური პომიდორის სპეციალური ჯიში სპეციალურად ამ ყოველწლიური ღონისძიებისთვის. მხიარულება იწყება, როდესაც მონაწილეები ერთმანეთს ეჯიბრებიან, რომ ხელთ იგდონ გაპოხილი ბოძის თავზე დამაგრებული შაშხის ნაჭერი. მაყურებლები შლანგით ასხამენ წყალს ბოძზე მცოცველებს, თან ქუჩებში ცეკვავენ და მღერიან. როდესაც ეკლესიის ზარები დღის თორმეტ საათს ჩამოჰკრავს, ქალაქში შემოდიან პომიდორით სავსე სატვირთო მანქანები და შეძახილები „ტო-მა-ტე, ტო-მა-ტე!“ კულმინაციას აღწევს. შემდეგ კი წყლის ქვემეხის გასროლასთან ერთად იწყება მთავარი ღონისძიება. ეს არის ნიშანი იმისა, რომ უნდა დაიწყოთ პომიდორების ჭყლეტა და გაშვება მონაწილეებზე გადამწყვეტი იერიშის მისატანად. პომიდორის რაკეტების შორ მანძილზე სროლები, სროლები პირდაპირი დამიზნებით და საშუალო მანძილზე სროლები. რომელი ტექნიკაც არ უნდა აირჩიოთ, როდესაც ეს ყველაფერი დასრულდება, თქვენ სულ სხვაგვარი შესახედაობაგექნებათ (და სხვაგვარი შეგრძნებაც). დაახლოებით ერთი საათის შემდეგ პომიდორის წვენში ამოვლებულ ბომბარდირებს ისღა დარჩენიათ, რომ გაერთონ რბილი სალსას ზღვაში, სადაც ძნელად თუ იპოვით რაიმეს, რომელიც ფორმით პომიდორს წააგავს. ქვემეხის მეორე გასროლა იძლევა ბრძოლის დასრულების ნიშანს. | Entry #20917 — Discuss 0 — Variant: Not specified
|